"ქართული ოცნების" კოორდინატორებს ბოლნისსა და დმანისში

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" კოორდინატორებს ბოლნისსა და დმანისში ამომრჩევლები საარჩევნო უბნებზე ორგანიზებულად მიჰყავთ. ისინი ღიად ამბობენ რისთვის მიიყვანეს და ვის უნდა მისცენ ხმა. ცოტა ხნის წინ არჩევანი გააკეთეს მე-14 ოლქში რომელიც 4 მუნიციპალიტეტს აერთიანებს - ბოლნისი, დმანისი, წალკა და თეთრიწყარო. 

მთავარმა კონკურენტება "ქართული ოცნებიდან" და "ნაციონალური მოძრაობიდან", გოგი მეშველიანმა და კახა ოქრიაშვილმა განცხადებები გააკეთეს. გოგი მეშველიანმა ოპოზიცია პროვოკაციების მოწყობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ოპოზიცია ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენს. კახა ოქრიაშვილი კი გამარჯვებაში დარწმუნებულია და იმედოვნებს, რომ დღე პროვოკაციების გარეშე ჩაივლის. 

მისი თქმით, თუ აქ ერთი ექსესი მაინც მოხდება, არჩევნებს არალეგიტიმურად ჩათვლის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი