ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბრიფინგზე ითქვა, რომ საარჩევნო პროცესი მინიმალური დარღვევებით მიმდინარეობს და კომისია ზრუნავს, რომ მაქსიმალურად დაიცვას ამომრჩეველთა უფლებები.
"კენჭისყრის კაბინები ისეა მოწყობილი, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ამომრჩეველთა უფლებები. დაფიქსირდა დარღვევის რამდენიმე შემთხვევა - კომისიის წევრებმა ბიულეტინის მოხევისას დააზიანეს ის, ადმინისტრაციამ მოახდინა რეაგირება და ჩაანაცვლა აღნიშნული რეგისტრატორები", - თქვა ბრიფინგზე ანა მიქელაძემ.
არჩევნები ფოტოებში შეგიძლიათ ნახოთ აქ.
დარღვევებია ქუთაისშიც. ზუგდიდში. ვანსა და ხონში.
ინციდიენტების გარეშე არ ჩაუვლია საარჩევნო პროცესს არც მარნეულში. დარღვევებზე უკვე ისაუბრეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც.