12:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე 100-მდე დარღვევა დაფიქსირდა - ეკა გიგაური

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დაკვირვებით, 12:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე 100-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა დაფიქსირდა. ორგანიაციის დამკვირვებლებმა 15 საჩივარი დაწერეს. 

როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, ამბობს, წინა არჩევნებთან შედარებით, წელს დარღვევების რაოდენობა გაცილებით მეტია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” დაკვირვებით, ხშირ დარღვევებს შორისაა:

  • დამკვირვებლების გამოძევება
  • კენჭისყრის ფარულობის დარღვევა (გახსნილი ბიულეტინები და კამერები კაბინასთან ახლოს)
  • წილისყრის პროცედურის დარღვევა
  • მოსული ამომრჩევლის აღრიცხვა კენჭისყრის შენობაში
  • საარჩევნო უბნების დაგვიანებით გახსნა
  • არაუფლებამოსილი პირების უბანზე ან უბნის სიახლოვეს ყოფნა
  • კოვიდუსაფრთხოების ნორმების დარღვევა
  • საჩივრის ჩაბარებესთან დაკავშირებული პრობლემები
  • მარკირების გარეშე ხმის მიცემა
  • აგიტაცია საარჩევნო უბანზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის 600-მდე ადგილობრივი დამკვირვებელი ჰყავს მობილიზებული.

არჩევნები ფოტოებში შეგიძლიათ ნახოთ აქ. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი