ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 19.41%, რაც რაოდენობრივად არის 681 583 ამომრჩეველი.
ცესკოს ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა ისევ მე-19 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში, რომელიც მოიცავს რაჭა-ლეჩხუმს და სვანეთს - 28, 3% ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა ისევ აჭარის რეგიონში - 17,9%.
ცნობისთვის, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა დილის 12 საათისთვის 19,81% იყო, რაც 695 948 ამომრჩეველს უდრის.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კი, დილის 12 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობა 25,88%–იყო, რაც 935 278 ამომრჩეველია.