"შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რასაც აკეთებდით" - კალაძე "ოცნების" აგიტატორებს

გამოქვეყნდა:

მიუხედავად მასშტაბური დარღვევებისა, "ქართული ოცნების" გენ. მდი​ვანი კახა კალაძე ამბობს, რომ ქვეყანაში საარჩევნო პროცესი "სრულად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს".

კალაძის თქმით, დაძაბულობა "სულ რამდენიმე უბანში" იყო, რომელიც მისივე თქმით, ოპოზიციამ დაგეგმა. კალაძე ამბობს, რომ ოპოზიციისგან ინციდენტებს ისინი ელოდებოდნენ. კალაძემ მისი პარტიის აგიტატორებს მიმართა და უთხრა, რომ დარღვევა არ არის, არც სიებით გადაადგილება საარჩევნო უბნებთან და არც ამომრჩევლის აღრიცხვა - "ეს არ არის კანონდარღვევა და შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რასაც აკეთებდით" - მიმართა კალაძემ აგიტატორებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი