კრწანისში პირმა ხმა ორჯერ მისცა, ხარაგაულში მოსყიდვის მტკიცებულებები გვაქვს - კორძაია

გამოქვეყნდა:

"გაერთიანებული ოპოზიციის" წევრის, თამარ კორძაიას თქმით, კრწანისის ოლქში მე-16 უბანზე პირმა ხმა გადასატანი ყუთის საშუალებითაც მისცა და ასევე, ერთიანი სიითაც. კორძაიას თქმით, საჩივარი დაწერეს, პოლიცია გამოიძახეს, თუმცა ეს ადამიანი ვერ დააკავეს. 

კორძაიას თქმით, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

მისივე განცხადებით, ხარაგაულში ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტი გამოვლინდა.

"ჩვენი წარმომადგენელი ამზადებს საჩივარს საგამოძიებო ორგანოებისთვის და ამ საჩივარს უახლოეს წუთებში შევიტანთ. ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, ვის რამდენ თანხას უხდის დღეს ქართული ოცნება იმისთვის, რომ ხმები მოიპოვოს",- თამარ კორძაიამ.

მისივე განცხადებით, ხარაგაულის ერთ-ერთი ოლქი ვინმე, ლაშა ტალახაძეს აქვს ჩაბარებული, რომელიც სუს-ის თანამშრომელია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი