პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ხმა მისცა და პირდაპირ თქვა, რომ მხარი საკუთარ პარტიას დაუჭირა. მისი თქმით, თავისი თავის იმედი აქვს.
"24 ნომერი შემოვხაზე, მიკიბულ-მოკიბულად, რომ ლაპარაკობენ ხოლმე, იმას მივეცი ხმა, ამას, განვითარებას, არა, უკეთეს საქართველოს მივეცი ხმა და 24 ნომერია ჩემი ღრმა რწმენით, თავად წარმოვადგენ ამ პარტიას. რა თქმა უნდა, მაჟორიტარულ ბიულეტინშიც ჩემს თავს მივეცი ხმა. მე მაქვს ჩემი თავის იმედი და მაქვს იმის იმედი და ზუსტად ვიცი, რომ ვიბრძოლებ უკეთესი საბურთალოსთვისაც და უკეთესი საქართველოსთვისაც", — ამბობს ალეკო ელისაშვილი.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების დასრულებამდე 5 საათი რჩება.