"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისთვის გაფრთხილების მიცემისკენ მოუწოდებს.
"პირველ რიგში მოვუწოდებ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომ დაუყოვნებლივ მივცეთ გაფრთხილება "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, ეს არის საარჩევნო მოროდიორობა, რაც ხდება საარჩევნო უბნებთან, მობილიზებული ხალხი, რომელებიც პირდაპირ კონვერტებით არიგებენ ფულს", - თქვა გიორგი ვაშაძემ.
მისი თქმით, პარტიის მხარდამჭერებს თავს დაესხნენ, რაც ადგილზე მყოფმა პოლიციელებმა უყურადღებოდ დატოვეს.
ვაშაძის თქმით, აქვთ ვიდეო მასალა, სადაც ჩანს როგორ ნაწილებდა კონვერტებით ფული.