მარნეულში კიდევ ერთხელ დაიძაბა ვითარება ცოტა ხნის წინ, მეორე საარჩევნო უბანზე. მიზეზი ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" დამკვირვებლებს შორის მომხდარი დაპირისპირება გახდა.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საარჩევნო ყუთს ნომერი შეუცვალეს, რაც არჩევნების შედეგებზე მანიპულაციის საშუალებას იძლევა.

საარჩევნო ყუთის გარდა, ოპოზიცის კოორდინატორები და დამკვირვებლები ამბობენ, რომ ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს დაზიანებულ ბიულეტინებს აძლევენ იმისთვის, რომ მათი ხმები შემდეგ გაბათილდეს.

მარნეულში უბან-უბან დადის ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე, რომელიც თავდასხმებსა და ძალადობაში ოპოზიციის წარმომადგენლებს ადანაშაულებს.

მარნეულში დღეს დილიდან დაძაბული ვითარებაა. რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.

"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი და მაჟორიტარობის კანდიდატი, აჰმედ იმამკულიევი ამბობს, რომ ის, რაც დღეს ხდება მარნეულში, დარღვევები, რომელიც ფიქსირდება, მიუთითებს, რომ "ქართული ოცნება" ყველაფერზე მიდის ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

რეგისტრირებული ქალი ამომრჩევლის მაგივრად, მარნეულში უბანზე კაცი მივიდა 
 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი