დაპირისპირება ბაკურციხეში - საარჩევნო უბნიდან ენმ-ს დამკვირვებელი გააძევეს

გამოქვეყნდა:

ხმაურია ბაკურციხის 30-ე საარჩევნო უბანზე, საიდანაც "ერთიანი ნაცინალური მოძრაობის" დამკვირვებელი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს. ფაქტს ოპოზიციის უკმაყოფილება და დაპირისპირება მოჰყვა. 

ენმ-ს დამკვირვებელი ყვება, რომ ადგილზე გამგეობის თანამშრომლები გაურკვეველი სადამკვირვებლო ორგანიზაციის სახელით არიან მობილიზებულები. ოპოზიცია ამბობს, რომ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი მათი მითითებით მოქმედებს.

ოლქის წარმომადგენელმა "მთავარი არხის" კითხვას, რის გამო აძევებდნენ დამკვირვებელს უბნიდან, უპასუხა "მაწუხებს და კომისიას უშლის ხელს".

დაპირისპირება მოხდა ჩვენს გადამღებ ჯგუფსა და გამგობეის წარმომადგენლებს შორისაც. მათ ადგილიდან გადამღები ჯგუფის გაძევება სცადეს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი