არჩევნები მორჩენილია, ოცნება დამარცხებულია - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "ფეისბუქზე" წერს - "არჩევნები მორჩენილია, "ოცნება" - დამარცხებული". 

ნიკა გვარამია ხაზს უსვამს, რომ ახლა მთავარია ხმების დაცვა და ის, რომ "ოცნებას"  მასობრივი ჩაყრის საშუალება არ მიეცეს.

"მეგობრებო, არჩევნები მორჩენილია. ოცნება დამარცხებულია. ახლა მთავარი მშვიდობიანად მოვახერხოთ არჩევენების შედეგების დამაგრება და არ მივცეთ მასობრივი ჩაყრების და უბნების დარბევის უფლება. სხვა აბა მეტი შანსი აღარა აქვთ. იმედია, ხვდებით, რომ ვიცი რასაც ვამბობ. ვიმეორებ კვლავ, არჩევნები მორჩენილია, ოცნება დამარცხებულია", - წერს ნიკა გვარამია. 

მანამდე კი "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე ტყუილსა და კანონის დარღვევაში დაადანაშაულა, როცა ამ უკანასკნელმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" ამ არჩევნებზე 400.000 ხმის მობილიზებას ვარაუდობს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი