"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის და პარლამენტის გადამდაგრი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რაც უფრო აქტიური იქნება ამომრჩეველი, პარლამენტი მით უფრო ნაკლებად იქნება წარმოდგენილი "რადიკალური და დესტრუქციული ოპოზიცია".

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ, რაც უფრო აქტიური იქნება ამომრჩეველი მით უფრო ნაკლებად იქნება წარმოდგენილი რადიკალური და დესტრუქციული ოპოზიცია პარლამენტში, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სტაბილური დემოკრატიული განვითარებისთვის", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე ამბობს, რომ არჩევნებს დამაჯერებლად იგებენ და 15:00 საათისთვის 700 ათასზე მეტი ხმა მიიღეს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი