ჯერჯერობით უცნობია დააკავა თუ არა შსს-მ ვინმე გლდანში მომხდარი დაპირისპირებისა და სროლის დროს. კადრებში ჩანს, როგორ გაყავს პოლიციას რამდენიმე ადამიანი დაპირისპირების ადგილიდან, თუმცა სავარაუდოდ ისინი ტერიტორიიდან განარიდეს.
გლდანში უმართავი პროცესები რამდენიმე წუთის წინ განვითარდა. 84-ე საარჩევნო უბანზე სროლის ხმაც ისმოდა.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლება ძალადობაზე გადავიდა, რადგან ამ ოლქში ნიკა მელია დამაჯერებლად იმარჯვებს. როგორც "ენმ"-ს ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, ახლა ხელისუფლება არჩევნების ჩაშლას ცდილობს.