დარღვევები ნიუ-იორკის საარჩევნო უბანზე და ფოტო - "უნდა შემოხაზო 41"

გამოქვეყნდა:
განახლდა:

უნდა შემოხაზო 41 - ამ შინაარსის შეტყობინება საარჩევნო უბანზე, ცესკოს დანიშნული ერთ-ერთი წევრის მობილურ ტელეფონზე ფიქსირდება

ფოტო აშშ-ში, ნიუ-იორკის საარჩევნო უბანზეა გადაღებული. ფოტოს გავრცლებიდან ცოტა ხანში "მთავარის" ჟურნალისტმა ის ადამიანი ჩაწერა, ვინც მესიჯს აგზავნიდა. მან არ უარჰყო, რომ გზავნილი მისი აკრეფილია, თუმცა თქვა რომ შვილს უგზავნიდა. 

დღესვე, ამავე უბანზე, ნიო-იორკში, კენჭისყრა დამკვირვებლების გადანაწილებაზე არ ჩატარდა და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ არცერთი ოპოზიცური პარტიის დამკვირვებელი უბნის შიგნით არ აღმოჩნდა.

ასევე ნიუ იორკის საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველმა თავისი მეუღლის სახელ-გვარი ამოიკითხა სიაში, მეუღლის, რომელიც ამერიკის მოქალაქეა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი