არჩევნები მოგებულია, ადგილზე უნდა ვიბრძოლოთ, ამბობენ შუქის ჩაქრობა იგეგმება - ჟორჟოლიანი

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის, ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, არჩევნები მოგებულია და ახლა ადგილზე უნდა ვიბრძოლოთ. მისი განცხადებით, ამბობენ, რომ "შუქების ჩაქრობა იგეგმება".

"მეგობრებო არჩევნები მოგებულია!!  ახლა უნდა ვიბრძოლოთ ადგილზე! ქუჩა გამოიყვანეს, აგრესიულები გახდნენ! ამბობენ შუქების ჩაქრობა იგეგმება! მაინც არაფერი შეიცვლება, მაგრამ ბრძოლა ბოლომდე!" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნების დახურვამდე დაახლოებით ორი საათი დარჩა, ცესკოს 15:00 საათის მონაცემებით კი ამომრჩეველთა აქტივობა 36.45% იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი