პარლამენტის ვიცე-სპიკერის, კახა კუჭავას განცხადებით, ოპოზიცია უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ არჩევნებს აგებენ და პროვოკაციებს შეეშვან. მისი თქმით, აუცილებელი არაა მათი ქმედებები ძალადობაში გადაიზარდოს.

"მოვუწოდებ ყველას, შეეშვან პროვოკაციებს მიუხედავად იმისა, რომ აგებენ არჩევნებს, არ არის აუცილებელი ძალადობაში გადაიზარდოს ესა თუ ის მათი ქმედება, ყველაფერ ამას აკვირდებიან და ყველაფერ ამას ექნება შესაბამისი შეფასება. კიდევ ერთხელ, შეეგუოს ჩვენი ოპონენტი იმ ფაქტს, რომ ქართული ოცნება იმარჯვებს დამაჯერებლად", - თქვა კახა კუჭავამ.

კუჭავას თქმით, ოპოზიციას ამ რეალობასთან შეგუება განსაკუთრებით მაშინ მოუწევს, როცა დამკვირვებლების შეფასებებს მოისმენენ.

კუჭავამ თქვა, რომ მათი ბოლო მონაცემებით 900 ათას ხმაზე მეტი ხმა აქვთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი