თბილისის პარლამენტის შენობაში 6 ყვითელი ავტობუსით საპოლიციო ძალები შეიყვანეს, კონკრეტულად რომელი დანაყოფია ჯერჯერობით უცნობია.
პარლამენტის გარე პერიმეტრზეც უსაფრთხოების საგანგებო ზომებია მიღებული, შენობის გარეთ მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელიც სიტუაციას აკონტროლებს.
დღეს, 8 საათზე არჩევნების დასრულების შემდეგ, პარლამენტთან "ნაციონალური მოძრაობა" აქციას გამართავს.
აქვე, მარნეულში სპეცრაზმის მობილიზებაა. ხელკეტებით და ჩაფხუტებით მობილიზებული სპეცდანიშნულების რაზმის 100-მდე წევრი, ცოტა ხნის წინ, შეიყვანეს.