"ევროპული საქართველო" 8 საათისთვის უბნებზე ხელოვნური რიგების შექმნას გეგმავს - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, "ევროპული საქართველო" 8 საათისთვის საარჩევნო უბნებზე ხელოვნური რიგების შექმნას გეგმავს. ამ თემაზე მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ევროპული საქართველო გეგმავს რვა საათისთვის ხელოვნური რიგების შექმნას, მათ შორის იმ აქტივისტების მონაწილეობით, რომლებსაც ხმა უკვე მიცემული აქვთ", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ თქვა, რომ ეს კანონსაწინააღმდეგო მოვლენაა და ყველას შეახსენა წესი, რომ 8 საათზე, როდესაც უბნები დაიხურება უბნის წარმომადგენლები რიგში მდგომ ხალხს შეამოწმებენ და ისინი ამის შემდეგ შეძლებენ ხმის მიცემას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი