ოპოზიციის ლიდერებმა არჩევნების დასრულებამდე კვლავ მიმართეს ამომრჩელვებს.
"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ მათი მონაცემებით "ოცნებამ" საპრლამენტო არჩენვები წააგო და ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდა.
"ყველა ჩვენი მონაცემით ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდა ამ არჩევნებში. საქართველოს მოქალაქეების უდიდესმა ნაწილმა ხმა მისცა გარდამტეხ ცვლილებეს ჩვენს ქვეყანაში, ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბოლო ერთი საათის გნმავლობაში, ყველა ჩვენი მოქალაქის მოსვლა არჩევნეზე და დამატებით მხარდაჭერა ცვილებებისთვის ჩვენს ქვეყანაში" -თქვა, გიგა ბოკერიამ
"მოქალაქეების" საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ალეკო ელისაშვილის თქმით, "ოცნება" ხვდება და გრძნობს, რომ კარგავს ხელისუფელბას.
"ჩვენ ყველა ვხედავთ რაზე მიანიშნებს ხელისუფლების ასეთი ქცევა, ასეთი ქმედება. ისინი ნერვიულობენ, ნერვიულობენ, ვინიდან გრძნობენ, რომ კარგავენ ხელისუფლებას. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ, საერთო ჯამში, ისტორიულ მომენტთან. თითოეულ ამომრჩეველს, თითოეულ ქართველს მოგიწოდებთ, რომ სამშობლოს ინტერესი დავაყენოთ პირველ პლანზე, პირველ რიგში და წავიდეთ არჩევნებზე," - ამბობს ალეკო ელისაშილი
"ლელო საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ფაქტია "ოცნება" დამარცხდა.
"ერთიანი საქართველოს" ლიდერის, ნინო ბუბრჯნაძის თქმით, არჩევნებზე რაც შეიძლება ბევრი ადამიანი უნდა მივიდეს, რადგან ამას გდამწყვეტი მნიშნვნელობა აქვს.
"ტრიბუნას" ლიდერი, დავით ჭიჭნაძე ამბობს, რომ "ოცნება" სახე დაკარგული დასდევს თითო ამომრჩეველს.
აქვე, რიგში მდგომი ამომრჩევლები 8 საათის შემდეგაც შეეძლებათ ხმის მიცემა.
ცნობისთვის, საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ საპარლამენტო არჩევნები 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.