საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა.
თუმცა, პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განმარტებით, უბნის დახურვის შემდეგ, რიგში მდგომი ამომრჩევლები ხმის მიცემას კვლავ შეძლებენ.
შეგახსენებთ, რომ მაღალი აქტივობისა და პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული რეგულაციების გამო, საარჩევნო უბნებზე დღეს მთელი დღის განმავლობაში რიგები იყო.