"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები ყველგან იმარჯვებენ, გლდანშიც - კალაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახი კალაძის განცხადებით, კრიტიკული მედიის არხებზე გასულ ეგზიტპოლებშიც, "ფეიკ მონაცემებშიც" მათი პარტია ლიდერობს.

"არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება მატება იყოს, 1-2% აქვს ცდომილება ეგზიტპოლს, მეორე ტურებს რაც შეეხება, დაველოდოთ, წინასწარ არ მინდა ამაზე საუბარი, ყველა ოლქში იმარჯვებს ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, გლდანშიც", - თქვა კახი კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" დაკვეთით კომპანია ipsos-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, 5 საათის მონაცემები შემდეგია:

ვის მიეცით ხმა დღევანდელ არცევნებზე :

  • ქართული ოცნება - 41%
  • ნაციონალური მოძრაობა 33% 
  • ევროპული საქართველო 5%
  • ლელო 4%
  • გირჩი 3%
  • სტრატეგია აღმაშენებლი 3%
  • პატრიოტთა ალიანში 2%
  • მოქალაქეები 1%.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი