"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სალომე სამადაშვილი, ამბობს, რომ დედაქალაქში "გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ქართული ოცნება" დაამარცხა.
"აღმოჩნდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩვენი ხალხის უმრავლესობას სწორი ღირებულებები აქვს, სურს გარდამტეხი ცვლილებები და ევროპულ, თანამედროვე სახელმწიფოში ცხოვრება უნდათ", - ამბობს სალომე სამადაშვილი.
მისივე თქმით, ცივილიზებულ, თანამედროვე სახელმწიფოში ისეთი დარღვევები, როგორიც დღევანდელ არჩევნებზე დაფიქსირდა, წარმოუდგენელია. თუმცა, სამადაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში მალე ეროვნული ერთობის მთავრობა ჩამოყალიბდება, რომელიც 2003 წელს დაწყებულ საქმეს გააგრძელებს და საქართველოს თანამედროვე ევროპულ ქვეყნად გადააქცევს.
სალომე სამადაშვილი საარჩევნო უბნებზე ხმის დათვლის პროცესში ჩართულ დამკვირვებლებს ყურადღებისა და თითოეული ხმის დაცვისკენ მოუწოდებს.
IPSOS-ის ეგზიტპოლის 5 საათის მონაცემებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
თბილისში ენმ- გაერთიანებული ოპოზიცია პირველ ადგილზეა - Ipsos-ის ეგზიტპოლი