ეგზიტპოლებზე გაცილებით უკეთეს შედეგებს ველოდებით - გიორგი ვაშაძე

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ეგზიტპოლებთან შედარებით გაცილებით უკეთეს შედეგებს ელოდებიან. ამ თემაზე მან კომენტარი მედიასთან გააკეთა.

"სრული ქაოსია ეგზიტპოლების კუთხით, აბსოლუტური აურზაურია ქვეყანაში. ამიტომ, მოდით ახლა დავდგეთ საარჩევნო უბნებზე და დავიცვათ ჩვენი ხმები, დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით სხვა შედეგები იქნება საარჩევნო უბნებზე და ეს დღე კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ეგზიტპოლები უნდა ავკრძალოთ... მე დარწმუნებული ვარ რომ ოპოზიციამ საერთო ჯამში გაიმარჯვა, ეს იყო მოთხოვნა. ჩვენც ველოდებით გაცილებით უკეთეს შედეგებს", - თქვა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" დაკვეთით კომპანია ipsos-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, 5 საათის მონაცემები შემდეგია:

ვის მიეცით ხმა დღევანდელ არცევნებზე :

  • ქართული ოცნება - 41%
  • ნაციონალური მოძრაობა 33% 
  • ევროპული საქართველო 5%
  • ლელო 4%
  • გირჩი 3%
  • სტრატეგია აღმაშენებლი 3%
  • პატრიოტთა ალიანში 2%
  • მოქალაქეები 1%.

IPSOS–საფრანგეთის პირველი ეგზიტპოლის მიხედვით, თბილისში, გაერთიანებული ოპოზიცია 35%–ით პირველ ადგილზეა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი