სუფრა გორში, სროლა გლდანში, იარაღი ბოლნისსა და მარნეულში, ფული კი ქართლში - როგორც პრემიერი იტყოდა, არჩევნების გაყალბება ქართულ-ჯიგრულ პონტში სახეზე იყო 31 ოქტომბერს.
რამდენიმე საარჩევნო უბანთან, მაგალითად, გორში, სუფრაც კი გაიშალა, სადაც ხმის მისაცემად მისულ ოცნების მხარდამჭერებს თითო ჭიქით დალოცვასაც სთვაზობდნენ - ეს ოცნების რვაწლიანი მმართველობის ფინალია,
სადაც გაუჭირდათ, იქ თავიანთ თავსაც გადააბიჯეს - გლდანში ჟურნალისტს დაესხნენ თავს. იქვე იყო პატრულიც, მოწიწები: მიბრძანდით, დაიშალეთო.
დროებით დავივიწყოთ შიმშილი, ჩამოქცეული ეკონომიკა...
მცხეთა-მთიანეთში, მ,ათ ენაზე რომ ვთქვათ, ბღუჯა ბიულეტენსაც ტენიდნენ საარჩევნო ყუთში, ხოლო ხაშურში, ნატო ჩხეიძეს რომ ვერაფერი მოუხერხეს, ამომრჩეველს პირდაპირ უთხრეს - ბევრი ფული გვაქვსო.
"ესე იგი, დავაგვიანე, დავრჩი უფულოდ?" ; "არა, უფულოდ არ დარჩები..." - ფარულად ჩაწერილი დიალოგი სავარაუდოდ, "ოცნების" კოორდინატორთან.
ხომ თქვა იმ კაცმა, ევროპას გავაოცებო და გააოცა კიდეც, ოღონდ დემოკრატიით არა - დიქტატურით. როგორც საბჭოთა დროს ბრეჟნევი, გლდანში არჩევნების წინადღეს ბიძინა ივანიშვილიც სწორედ ისე გამოაგორეს. ის ამომრჩეველს დაენახა, მაგრამ მიმართვით კი წინასწარ ჩაწერილი სიტყვით მიმართა.
"ოცნების" გემი ჯერ ნავად იქცა, შემდეგ კი ბორნად. გამქცევი კი გაასწრებს.
"ოცნებამ" დღეს გეზი ევროპისკენ არა, მაგრამ რუსეთისკენ აშკარად აიღო - ჩვენ ვიყოთ კარგად და, მერე რა მოხდება, რა მნიშვნელობა აქვსო. სუფრები და ფიანდაზები დღეს საარჩევნო უბნებთან მრავლად იყო: ზოგან ბიკენტის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, ზოგან კი გელასი...