"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი და გადამდგარი პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 24 უბნის მონაცემებს ავრცელებს და ამბობს, რომ ოთხივე ოლქში მათი კანდიდატები იგებენ. ამ თემაზე მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
"დათვლილია პირველი 24 უბნის მონაცემები ეს არის ოქმის მონაცემები, რომელიც წარმოდგენილია და მინდა გაგიზიაროთ 17 უბანია დათვლილი უკვე ბოლნისი დმანისი წალკა თეთრიწყაროს ილქსი სადაც მაჟორიტარობის მონაცემები გვაქვს შემდეგი: გოგი მეშველიანი 52,02%. ორი უბანია დათვლილი ახალქალაქი-ნინოწმინდაში, სადაც სამველ მანუკიანის მაჩვენებლი არის 69,92%; რაჭა ლეჩხუმ სვანეთის ოლქში დათვლილია 1 უბანი - გოჩა ენუქიძე 86,21%; ზესტაფონი ბაღდათი თერჯოლა ტყიბულის ოლქჩი დათვლილია 1 უბანი ბეჟან წაქაძე 68,84%; და ბოლოს გურიაში არის დათვლილი 3 უბანი ვასილ ჩიგოგიძე 62 61% რპგორც ხედავთ, 4 შემთხვევაში პირველივე ტურში დაამჯერებლად იგებენ ჩვენი კანდიდატები", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ტენდენცია აშკარა და გამოკვეთილია, რომ რეგიონებში პირველივე ტურში გაიმარჯვებენ.
შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" დაკვეთით კომპანია ipsos-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, 5 საათის მონაცემები შემდეგია:
ვის მიეცით ხმა დღევანდელ არცევნებზე :
IPSOS–საფრანგეთის პირველი ეგზიტპოლის მიხედვით, თბილისში, გაერთიანებული ოპოზიცია 35%–ით პირველ ადგილზეა.