"სამწუხაროდ, სავარაუდოდ, 5%-ზე მეტი არ გვექნება", - ნინო ბურჯანაძე

გამოქვეყნდა:

"ერთიანი საქართველოს" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე, ამბობს, რომ 2020 წლის არჩევნებზე მთავარი დარღვევა მარკირების პროცესს უკავშირდება, რომელიც არა მხოლოდ ტექნიკური დარღვევაა, არამედ, პირდაპირ მიუთითებს ხელისუფლების მიერ "კარუსელების" გამოყენებაზე.

ამასთან, ნინო ბურჯანაძე ვარაუდობს, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით, მისი პარტია ხმების მაქსიმუმ 5%-ის მოპოვებას შეძლებს. 

"ყველა ოპოზიცია ერთად აღებული ნამდვილად იმარჯვებს და გარწმუნებთ, რომ ჩვენ აქ ჩვენი ღირსეული ადგილი გვექნება. სამწუხაროდ, ალბათ, 5%-ზე მეტი არ გვექნება, მაგრამ 5%-ის ფარგლებში, ნამდვილად", - თქვა ნინო ბურჯანაძემ. 

ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, ხელისუფლებამ არჩევნები "გაერთიანებულ ოპოზიციასთან" წააგო. როგორც ის ამბობს, ზოგ უბანში "ერთიანი საქართველო" 7%-საც იღებს. ახლა მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ თავისი ამომრჩევლის თითოეული ხმა ბოლომდე დაიცვას, ფიქრობს "ერთიანი საქართველოს" ლიდერი.

ამასთან, ნინო ბურჯანაძე კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ყველაზე მრავალრიცხოვანი მხარდამჭერი ჰყავს, თუმცა ფიქრობს, რომ ოპოზიცია "მთავარ" და "მეორეხარისხოვან" პარტიებად არ უნდა დაიყოს, რადგან ისინი რეალურ ოპოზიციას ერთიანი კოალიციის სახით ქმნიან.

ასევე, ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატობას "არ იჩემებს", ოპოზიციური შეთანხმების მიღწევას ხელს შეუწყობს. 

შეგახსენებთ, Ipsos-s გლობალის ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით „ქართულმა ოცნებამ“ 41% აიღო. პატრიოტთა ალიანსმა 2%, ჯამურად მთელს ოპოზიციას კი  57% აქვს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი