საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დაღღვევებსა და ინციდენტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებული აგრესია არჩევნებზე ჟურნალისტების მიმართ შეიმჩნეოდა. მისი შეფასებით საერთო საარჩევნო გარემო დაძაბული იყო დაპირისპირების ფონი კი, მაღალი.
"ამომრჩევლის მიმართ გაზრდილი იყო კონტროლი, ეს გამოიხატებოდა, როგორც უბნების გარეთ ადამიანების ინტენსიურ მობილიზებაში ე.წ კოორინატორების მიერ თუ სხვა პირების, რომელთა წარმომავლობაც გაურკვეველი იყო. ასევე, სავარაუდო იყო ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები. თვალში მოსახვედრი იყო, რომ განსაკუთრებულ აგრესიას ეს ადამიანები ჟურნალისტების მიმართ იჩენდნენ" - ამბობს ნინო ლომჯარია.
სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს ჟურნალისტური საქმიანობის უკანონო ხელის შეშლით მუხლით სპეციალური გამოძიება დაიწყოს.