ახლა მთავარია თითოეული თქვენგანი ბოლომდე იყოს მოწოდების სიმაღლეზე, არანაირი კომპრომისი არ დაუშვათ - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე  პრეზიდენტი არჩევნებთან და  ipsos-ის ეგზიტპოლის შედეგებთან დაკავიშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ენმ- ძალა ერთობაშიამ იმაზე უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე ეს ipsos-ის ეგზიტპოლშია:

"მინდა მივმართო, "ნაციონალური მოძრაობის" - ერთიანი ოპოზიციის და ასევე აბსოლუტურად ყველა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს საარჩევნო კომისიებში, ახლა მთავარი პროცესია, ჩვენ გვაქვს ბევრად უკეთესი შედეგი, კიდევ ვიდრე ipsos-მა აჩვენა. 
თელავში, რუსთავში ასეა და დარწმუნებული, ვარ დანარჩენ ადგილებშიც ასევე იქნება. ახლა მთავარია თითოეული თქვენგანი ბოლომდე იყოს მოწოდების სიმაღლზე, არანაირი კომპრომისი არ დაუშვათ! 
იმიტომ, რომ ეს არის დღევანდელი დიდი გამარჯვების დღე და ივანიშვილის საქართველოს ხელისუფლებიდან, ამ გაუგებრობის ჩამოშორების დღე და ახლა უკვე ყველაფერი არის თქვენი გასაკეთებელი ბოლომდე. ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენი, თითოეული თქვენგანის ვალში იქნება მთლიანად საქართველო, თუ თქვენ ახლა კარგად იმუშავეთ. წარმატებები! "
- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი