"ევროპული საქართველო" ფოთში მეორე ტურში მხარს მურთაზ ზოდელავას დაუჭერს - გიგა ბოკერიას განცხადება

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფოთში, გიგა ბოკერია მეორე ტურში "ოცნების" კანდიდატის, ირაკლი ხახუბიას წინააღმდეგ მხარს ენმ-ს კანდიდატს, მურთაზ ზოდელავას დაუჭერს. ბოკერია იგივე ქმედებისკენ მოუწოდებს სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც და ამბობს რომ დაშინება-შანტაჟის მიუხედავად, ხალხმა დღეს ივანიშვილის ხელისუფლებას უთხრა უარი:

"ვერ მიიღო ივანიშვილმა საზოგადოებისგან მართვის მანდატი. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ხმა მისცა ხელისუფლების შეცვლას,მაგრამ სამწუხაროდ ამის გაფორმებას დასჭირდება მეორე ტურები ბევრ ოლქში"- ამბობს ბოკერია.

"ევროპული საქართველოს" ლიდერის თქმით, ამ შედეგებით კიდევ ერთხელ დადასტურდა რამდენად სწორი იყო მათი პარტიის გეგმა ერთიან მაჟორიტარებზე და რამდენად დამაზიანებელი ამ პროცესისთვის ენმ-ს გადაწყვეტილება, რომელმაც ამ გეგმას მხარი არ დაუჭირა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი