კობახიძე ამჯერად 13 ოლქის მონაცემები გაასაჯაროვა და ისევ თქვა, რომ დამაჯერებლად იგებენ

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ამჯერად ბრიფინგზე 13 მაჟორიტარობის კანდიდატის მონაცემები გაასაჯაროვა და თქვა, რომ ისინი დამაჯერებლად იგებენ.

კობახიძის თქმით, ამ ოლქებში სხვადასხვა რაოდენობის უბნებია დათვლილი:

  • დავით სონღულაშვილის ოლქი კახეთში 4 უბანია დათვილი - 57,11%
  • ირაკლი ქადაგიშვილი კახეთი 6 უბანი - 58,97%
  • ზაურ დარგალი მარნეული გარდაბანი 10 უბანი - 56,45%
  • გოგი მეშველიანი 78 უბანია დათვლლი-  53,34%
  • მცხეთა-მთიანეთი შალვა კერესელიძე 9 უბანია დათვლილი - 50,48%
  • გიგი ხოჯევანიშვილი გორი-კასპი - 54, 98%
  • ანტოლ ობოლაშვილი სამცხე - 58,64%
  • სამველ მანუკიანი ახალქალაქი ნინოწმინდა 38 უბანი - 63,30%
  • რაჭა ლეჩხუმ სვანეთი გოჩა ენუქიძე 1 უბანი - 86,21%
  • პაატა კვიჟინაძე 24 უბანი - 73,69%
  • გივი ჭიჭინაძე 20 უბანი - 52,22%
  • ვასილ ჩიგოგიძე გურია 28 უბანი - 58,02%
  • აელკო მოწერელია სამეგრელო 11 უბანია დათვლილი -  57,53%.

კობახიძემ თქვა, რომ დიდი ქალაქების და მათ შორის თბილისის მონაცემები ჯერ არ აქვს.

"მთავარი არხის" დაკვეთით იფსოს გლობალის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის 8 საათის მონაცემები რეგინებში მაჟორიტარობის კანდიდატების მიხედვით შეგიძლიათ ნახოთ აქ.

თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქის შედეგები - Ipsos-ის ეგზიტპოლის 8 საათის მონაცემები.

Ipsos Global-ის ეგზიტპოლები - მაჟორიტარული ოლქები.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი