დღევანდელი დღის ყველაზე მთავარი შედეგი ისაა, რომ ოპოზიციამ არჩევნები მოიგო - გრიგოლ ვაშაძე

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს გრიგოლ ვაშაძეს დღევანდელი დღის ყველაზე მთავარ შედეგად ის მიაჩნია, რომ პროდასავლურმა ოპოზიციმ არჩევნები მოიგო.

ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ ეკა კვესიტაძის გადაცემაში "ღამის მთავარი" ისაუბრა.

შეგახსენებთ, "მთვარის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, გრიგოლ ვაშაძემ 51% მხარდაჭერა მიიღო. 

"თუ ახალ ტომს ვერა, ახალ თავს მაინც დავწერთ, საქართველოს ისტორიაში, რადგან გვეძლევა საშუალება, რომ შევქმნათ პროდასავლური ხელისუფლება. ქუთაისში არ ყოფილა ისეთი ინციდენტები, როგორიც, მაგალითად, გლდანში იყო, მაგრამ ანტურაჟი და სცენოგრაფია შეუდარებელი იყო იმასთან შედარებით, რაც მანამდე მქონდა ნანახი და განცდილი. ერთადერთი შემიძლია გავიხსენო, როცა ლეიბორისტული პარტიის მერობის კანდიდატს მიაყენეს შეურაცხყოფა და ყველა ოპოზიციური ლიდერი იქეთ გავქანდით," - თქვა, გრიგორ ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, როცა ვსაუბრობთ ისეთ პარტიაზე, როგორიცაა "ქართული ოცნება", ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ რა ჰგონია, რომ კომისიის წევრები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მედგრად იდგნენ, ხმების დავის დროს მოდუნდნენ, ხოლო ხელისუფლებამ გაბედოს ხალხის წინააღმდეგ წასვლა. 

გრიგოლ ვაშაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხდებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი რეალობიდან გამოდინარე აზროვნებს, თუმცა, მის კანდიდატურა პრემიერმინიტრობიდან არავის მოუხსნია და განხილვის საგანია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი