შედეგები აჩვენებს, რომ დღეს ოპოზიციამ ივანიშვილის ფულადი შესაძლებლობები გადასწონა - ნატო ჩხეიძე

გამოქვეყნდა:

გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი გორის რაიონში, ქარელსა და ხაშურში, ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ უმრავლეს შემთხვევაში მეორე ტურის ალბათობა იმის მანიშნებელია, რომ ოპოზიციამ ივანიშვილის ფულადი შესაძლებლობები გადასწონა. 

ამის შესახებ ნატო ჩხეიძემ "მთავარი არხის" გადაცემაში "ღამის მთავარი" ისაუბრა.

"ის მონაცემები, რისი მომსწრეებიც ჩვენ ვართ, მიანიშნებს იმაზე, რომ ის ტრიუმფალური გამარჯვება, რასაც "ოცნება" აანონსებდა, არ შედგა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება ისეთი ძლიერიც არ არის, როგორადაც თავს გვაჩვენებდა. ახლა მთავარი ისაა, რომ ისე არ აიგდოს თავი "ქართულმა ოცნებამ", რომ ამ არჩევნებმა ლეგიტიმურობა დაკარგოს - ამისთვის ის დიდ გაყალბებაზე უნდა წავიდეს. აშკარაა ის, რომ ბევრგან მეორე ტური იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციამ გადასწონა ივანიშვილის ფულადი შესაძლებლობები. ხაზს ვუსვამ, ფულადი, თორემ რა პოლიტიკური შესაძლებლობები ჰქონდა, ისედაც ვიცით,"- აღნიშნა ნატო ჩხეიძემ. 

მისი თქმით, ახლა მთავარია, რომ ოპოზიციამ მოახერხოს გაერთიანება და მეორე ტურისთვის მომზადება, მით უმეტეს, რომ მეორე ტურის უმრავლესობაში "ქართული ოცნების" კანდიდატს დაუპირისპირდება ოპოზიციის ერთი კანდიდატი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი