ოპოზიციასთან აქტიურ კონსულტაციებს ვიწყებთ, მათ შორის მთავრობის ფორმირებაზე - უდუმაშვილი

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პარტია მთელ ოპოზიციურ სპექტრთან აქტიურ კონსულტაცეიბს იწყებს, მათ შორის მთავრობის ფორმირებაზე.

"პარალელურად ჩვენ ვიწყებთ აქტიურ კონსულტაციებს, მთელ ოპოზიციურ სპექტრთან, მათ შორის, მთავრობის ფორმირებაზე, იმ ხელისუფლების ფორმირებაზე, რომელმაც საბოლოოდ უნდა ჩამოაცილოს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას და ეს ქვეყანა გადავიყვანოთ კვლავ, განვითარების გზაზე", - თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

უდუმაშვილის თქმით, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ცესკომ საჩივრებზე რეაგირება მოახდინოს.

"მთავარი არხის" დაკვეთით იფსოს გლობალის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის 8 საათის მონაცემები რეგინებში მაჟორიტარობის კანდიდატების მიხედვით შეგიძლიათ ნახოთ აქ.

თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქის შედეგები - Ipsos-ის ეგზიტპოლის 8 საათის მონაცემები.

Ipsos Global-ის ეგზიტპოლები - მაჟორიტარული ოლქები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი