ვინც არ იბრძვის ხმების დაცვისთვის, ამ ხმებს არ იმსახურებს - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ ოპოზიცია ხმებს იცავდეს და ცესკოს პასუხს სთხოვდეს, მათგან აბდა-უბდას ვისმენთ. გვარამიას თქმით, არავინ, ვინც ხმების დაცვისთვის არ იბრძვის, ამ ხმას არ იმსახურებს.

"რა თქვენ შტაბებში სხედხართ ხალხო, წადით ცესკოსთან, სადაც არჩევნების ბედი წყდება და საქართველოს ბედი წყდება მასთან ერთად, ვინ დაეძებს 53%-ს აიღებთ თუ 51%-ს 49-ს თუ 45-ს?! საქართველოს ბედი წყდება და ყალბდება ცესკოში, "ოცნება" გაიქცა ყველაფრიდან, იმედზე ფილმი გადის საერთოდ... დაძინებული, დაღლილი, გასავათებული ადამიანების აბდა-უბდას ვისმენ, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ არცერთი, ვინც არ იბრძვის ხმების დაცვისთვის, ამ ხმებს არ იმსახურებს", - თქვა ნიკა გვარამიამ. 

გვარამიას თქმით, ის ვინც ხმას ვერ იცავს, უნდა წავიდეს და ადგილი სხვებს დაუთმოს. ნიკა გვარამია ამბობს, რომ ოლქებში დისბალანსირებულ ოქმებს ვხედავთ, რაც გაყალბების პირველი ნიშიანია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი