2018 წლის მაგვარ ოპერაციას იმეორებენ, იპარავენ მოქალაქეების არჩევანს - გრიგოლ ვაშაძე

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერისა და მაჟორიტარობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, ხელისუფლება 2018 წლის მაგვარ ოპერაციას გეგმავს. მისი თქმით, აღმაშფოთებელია რასაც აკეთებენ.

"თურმე ყველაფერი მომზადებული იყო, რომ შემდეგ 2018 წლის მაგვარი ოპერაცია გაემეორებინათ და კიდევ ერთხელ, მოეპარათ საქართველოს მოქალაქისთვის ის არჩევანი, რომელიც მან გააკეთა. ცესკომ გადააცილა აბსოლუტურად ყველა ვადას, როცა ოქმები ატვირთული უნდა ყოფილიყო და შედეგები გაცხადებული" , - თქვა გრიგოლ ვაშაძემ.

ვაშაძემ მიმართა ცესკოს და აღნიშნა, რომ ოპოზიციის პასუხისმგებლობის გრძნობა სისუსტეში არ აერიოთ. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი