ნიკა მელია, ელენე ხოშტარია და ოპოზიციის სხვა ლიდერები მელიას საარჩევნო შტაბში იკრიბებიან.
ოპოზიციის ლიდერები და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არჩევნების მასობრივ გაყალბებაზე საუბრობენ. როგორც პოლიტიკოსები ამბობენ, ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად გადაწვეტილებას სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, ამის შემდეგ მიიღებენ.
ამასობაში კი ვითარება იძაბება ცესკოშიც, სადაც ცოტა ხნის წინ, თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას ბრიფინგი შეაწყვეტინეს. "ენმ"-ს წარმომადგენელმა ის შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა.