"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 1 600-ზე მეტი ოქმის მონაცემებით, პარტიას 51% აქვს და ყველა ქალაქსა და რაიონს იგებს. ამ თემაზე მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
"ჩვენთან 1 600-ზე მეტი ოქმის მონაცემებია შემოსული და ამ მონაცემების თანამხად, ამ ეტაპზე ჩვენი პროცენტული მაჩვენებელია 51%. აქვე მინდა ვთქვა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მოიგო ყველა ქალაქი და ყველა რაიონი, ეს არის მყარი მონაცემები, რომელიც წინასწარია, მარგამ თამამად შეგვიძლია ვთქვთ, რომ ყველა ქალაქი და რაიონი მოგებული აქვს ქართულ ოცნებას", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მისი განცხადებით, ნახევარზე მეტ შემთხვევაში ისინი პირველ ტურში იგებენ, ხოლო მინიმუმ 12 ოლქში მეორე ტური ჩატარდება.
კობახიძემ საბოტაჟი უწოდა საუბნო კომისიებსა და საოლქო კომისიების დონებზე "პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებას" და შემდეგ ოპოზიციის მხრიდან ამაზე აპელირებას.