აყალბებენ და არ უნდა გავაყალბებინოთ, ეს არის და ეს - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში ნიკა მელიას შტაბთან ოპოზიციის წარმომადგენლები, სხვადასხვა პარტიის ლიდერები იკრიბებიან. კონსულტაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ცესკოს თავმჯდომარემ ბრიფინგზე პირველადი მონაცემები გაასაჯაროვა. 

"კი, აყალბებენ. აყალბებენ და არ უნდა გავაყალბებინოთ, ეს არის და ეს, ახლა მოვედი, შევალ და გავივლით კონსულტაციებს," - განაცხადა ნიკა მელიას შტაბთან მისულმა "გირჩის" ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ. 

შეგახსენებთ, თამარ ჟვანიამ პირველადი მონაცემების გამოცხადებამდე გაკეთებულ შესავალში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მონაცემები პატარა ქალაქებიდანაა მიღებული და დიდი ქალაქებიდან მიღებული ოქმების დაჯამების შემდეგ მონაცემები შეიცვლება.

"ძირითადად, ეს არის პატარა უბნები ამომრჩეველთა რაოდენობის თვალსაზრისით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დიდი ქალაქების შედეგების ზეგავლენა იქნება და ეს შედეგები, დიდი ალბათობით, შეიცვლება. მოგეხსენებათ, 3.800-ზე მეტი საარჩევნო უბანი გვაქვს საზღვარგარეთის უბნების ჩათვლით," - აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

მან წინასწარი შედეგების გამოცხადება დაიწყო, მაგრამ მალე ბრიფინგის შეწყვეტა მოუწია.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი