ქართველ ხალხს ხვალ 4 საათზე რუსთაველის გამზირზე ველოდებით - ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის და გლდანში მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიცა ხვალ, 1 ნოემბერს 4 საათზე რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავს. ამ თემაზე ოპოზიცია კონსულტაციებს ნიკა მელიას შტაბში მართავდა. 

"ჩვენ მოვითათბირეთ, ეს ის შემთხვევაა, როცა გადაწყვეტილება იყო სწრაფი მისაღები და ეს გადაწყვეტილება მიღებულია ამ ეტაპზე, ხვალ 4 საათზე ველოდებით ქართველ ხალხს რუსთაველის გამზირზე. ეს არ იყო არჩევნები ეს იყო ომი და ეს ომი ჩვენ არ წაგვიგია", - თქვა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, კიდე უფრო მთავარს ხვალ იტყვიან.

ადგილზე განცხადებები ოპოზიციის სხვა ლიდერებმაც გააკეთეს, "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ აქციები არ დამთავრდება, სანამ ივანიშვილს არ "გავხვეტავთ" ხელისუფლებიდან.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი