რუსთავში არჩევნების შედეგების გამოცხადების პროცესი რამდენჯერმე დაიწყო და შეწყდა - 06:00-ზე უბნების მხოლოდ 22% იყო დათვლილი

გამოქვეყნდა:

რუსთავსა და გარდაბანში უბნებიდან მოსული ოქმების დათვლის შემდეგ შედეგების გამოცხადების პროცესი რამდენჯერმე დაიწყო და შეწყდა. შეწყვეტის მიზეზი ის გახდა, რომ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია ბრიფინგზე დათქმულ დროს არ ჩამოვიდა და მთელი ქვეყანა უშედეგოდ ელოდა წინასწარი მონაცემების გასაჯაროვებას. 

მთელი დღის განმავლობაში რუსთავში, რამდენიმე უბანზე თავმოყრილი იყვნენ ე.წ. ძველი ბიჭები, რომლებიც სიტუაციის გაკონტროლებას ცდილობდნენ და მას შემდეგ, რაც მათი ნაწილი "მთავარის" გადამღებ ჯგუფს დაუპირისპირდა, სიტუაციის განსამუხტად პოლიციის ჩარევაც გახდა საჭირო. 

დღის ბოლოს, სავარაუდოდ, მმართველმა პარტიამ დაიწყო მოქმედებები იმ უბნებზე მონაცემების გასაყალბებლად, სადაც ოპოზიცია ლიდერობდა. 

გარდაბნის ბევრი უბნიდან მონაცემები დილის 6 საათზეც არ იყო გამოგზავნილი. შესაბამისად, ცესკოს საიტზე რუსთავისა და გარდაბნის ოლქის უბნების მონაცემების მხოლოდ 22% იყო გამოქვეყნებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი