"ნუ ცდილობთ ამ ყალბი მონაცემების გავრცელებას" - თამარ ჟვანიას ბრიფინგი მეორედ შეაწყვეტინეს

გამოქვეყნდა:

ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას, უკვე მეორედ ბრიფინგი შეაწყვეტინეს. ოთახში, მოულოდნელად ნინო ბურჯანაძის პარტიის შტაბის წარმომადგენელმა, ირაკლი ჭყოიძემ თამარ ჟვანიას მიმართა, " ყალბი მონაცემების გავრცელება არ არის საჭირო იმიტომ, რომ ეს არის გაყალბებული არჩევნები, ნუ ცდილობთ ამ ყალბი მონაცემების გავრცელებას". 

დაცვამ ირაკლი ჭყოიძე ოთახიდან გაიყვანა. 

აქვე, მაშინ, როცა თამარ ჟვანია ცესკოში პირველად შედეგებს აცხადებდა, ოთახში "ნაციონალური მოძრაობის" ცესკო-ს წევრი, დავით კირთაძე შეიჭრა და ჟვანიას საუბარი გააწყვეტინა.

მთავარი შაბათს | 28.12.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი