ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, დილის 08:30 საათისთვის, დათვლილია უბნების ნახევარზე მეტი - 63.89%, რაც სულ 3 847 უბნიდან 2 458-ის მონაცემებს მოიცავს. ამ დროის მონაცემებით, ხმები შემდეგნაირად ნაწილდება:
ცესკოს პირველადი მონაცემებით, როცა უბნების 28%-იყო დათვლილი შეგიძლიათ ნახოთ აქ.
07:00 საათის მონაცემები, როცა უბნების 50,45% იყო დათვლილი შეგიძლიათ ნახოთ აქ.
შეგახსენებთ, რომ როდესაც თამარ ჟვანია ცესკოში პირველად შედეგებს აცხადებდა, ოთახში "ნაციონალური მოძრაობის" ცესკო-ს წევრი, დავით კირთაძე შეიჭრა და ჟვანიას საუბარი გააწყვეტინა.
მოგვიანებით, თამარ ჟვანიას ბრიფინგი მეორედაც შეაწყვეტინეს.
ცნობისთვის, ოპოზიცია ცესკოს მონაცემებს გაყალბებულს უწოდებს. ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ დღეს 4 საათზე საქართველოს მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე ელოდებიან.