"ოცნება" 49,98%, ენმ - 25,42%, "ევროპული საქართველო" 3,82% - ცესკომ უბნების 50,45% დათვალა

გამოქვეყნდა:

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, დილის 7 საათისთვის, დათვლილია უბნების ნახევარზე ოდნავ მეტი - 50,45%, რაც სულ 3 847 უბნიდან 1 941-ის მონაცემებს მოიცავს. ამ დროის მონაცემებით, ხმები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • "ქართული ოცნება" - 49,98%;
  • "ნაციონალური მოძრაობა" - 25,42%;
  • "ევროპული საქართველო" - 3,82%;
  • "პატრიოტთა ალიანსი" - 3,29 %;
  • "ლელო" - 3,1 %;
  • "სტრატეგია აღმაშენებელი" - 3,01%;
  • "გირჩი" - 2,83 %;
  • "მოქალაქეები" - 1,31%;
  • "ლეიბორისტები" - 1%.

ცესკოს პირველადი მონაცემებით, როცა უბნების 28%-იყო დათვლილი შეგიძლიათ ნახოთ აქ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია ცესკოს მონაცემებს გაყალბებულს უწოდებს. ცოტა ხნის წინ, ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ხვალ 4 საათზე საქართველოს მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე ელოდებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი