ქუთაისში, სავარაუდოდ, მაჟორიტარობის და მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება

გამოქვეყნდა:

ქუთაისის საარჩევნო უბნების უმეტესობაზე შედეგები შეჯამებულია და ცესკოს ინფორმაციით, არცერთი
კანდიდატის შედეგები 50%–ს არ სცდება და სავარაუდოა, რომ მეორე ტური გაიმართოს.

ამ წუთისთვის, ქუთაისში ცესკოს მაცემებით, მაჟორიტარული არჩევნების შედეგები.

  • ქართული ოცნება, ზაზა ლომინაძე – 40.51% მიიღო,
  • ენმ, გრიგოლ ვაშაძე – 36.14%,
  • ევროპული საქართველო ოთარ კახიძე – 5.93%
  • ლელო, ანა ნაცვლიშვილი 4.72

ამ დროისთვის ცესკოს ინფორმაციით, ქუთაისის მერის არჩევნების შედეგები ასეთია:

  •  ენმ – გრიგოლ შუშანია – 31.47%
  • "ქართული ოცნება" – იოსებ ხახალეიშვილი – 46.10%

ამ წუთისთვის, ქუთაისში ცესკოს მონაცემებით პროპორციული სიით არჩევნების შედეგები:

  •  "ქართული ოცნება" – 41.58%
  • "გაერთიანებული ოპოზიცია" – 29.72%
  •  "სტრატეგია აღმაშენებელი" – 6.64%
  •  "ევროპული საქართველო" –3.81% 
  •  "გირჩი" – 3.5%
  • "ლელო"– 2.99 %
  • პატრიოტთა ალიანსი –  2.52%
  • ალეკო ელისაშვილი, "მოქალაქეები" – 1.57%

ქუთაისში არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა და ამბობს, რომ "ოცნებამ" არჩევნები გააყალბა და რეალურად არჩენები პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მოიგო. 

შეგახსენებთ, ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის 22 კანდიდატი იბრძოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი