დათვლილია უბნების 91.81%: "ოცნება" - 48.13%, "ენმ" - 26.84%, "ევროპული საქართველო" - 3.79%

გამოქვეყნდა:

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, 14:00-ისთვის, დათვლილია უბნების 91.81%, რაც სულ 3 847 უბნიდან 3 532-ის მონაცემებს მოიცავს. ამ დროის მონაცემებით, ხმები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • "ქართული ოცნება" - 48.13%;
  • "ნაციონალური მოძრაობა" - 26.84%;
  • "ევროპული საქართველო" - 3.79%;
  • "ლელო" - 3.21%;
  • "პატრიოტთა ალიანსი" - 3.19%;
  • "სტრატეგია აღმაშენებელი" - 3.15%;
  • "გირჩი" - 2.99%;
  • "მოქალაქეები" - 1.36%;
  • "ლეიბორისტები" - 1%.

ცესკოს პირველადი მონაცემებით, როცა უბნების 28%-იყო დათვლილი შეგიძლიათ ნახოთ აქ.

შეგახსენებთ, რომ როდესაც თამარ ჟვანია ცესკოში პირველად შედეგებს აცხადებდა, ოთახში "ნაციონალური მოძრაობის" ცესკო-ს წევრი, დავით კირთაძე შეიჭრა და ჟვანიას საუბარი გააწყვეტინა. 

მოგვიანებით, თამარ ჟვანიას ბრიფინგი მეორედაც შეაწყვეტინეს. 

ცნობისთვის, ოპოზიცია ცესკოს მონაცემებს გაყალბებულს უწოდებს. ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ დღეს 4 საათზე საქართველოს მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე ელოდებიან.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კი ფოტოს ავრცელებს, სადაც წერია, რომ "საქართველოში არჩევნების შედეგები ბელარუსის/ცენტრალური აზიის ქვეყნების სტილში ყალბდება".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი