საქართველოში არჩევნების შედეგები ბელარუსის/ცენტრალური აზიის ქვეყნების სტილში ყალბდება - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, Facebook-გვერდზე შემდეგი შინაარსის ფოტოს ავრცელებს: 

"საქართველოში არჩევნების შედეგები ბელარუსის/ცენტრალური აზიის ქვეყნების სტილში ყალბდება", - წერს მესამე პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას, არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადებისას ბრიფინგი შეაწყვეტინეს შედეგების გაყალბების ბრალდებით. 

ამავე მიზეზის გამო, თამარ ჟვანიას ბრიფინგი მეორედაც შეაწყვეტინეს. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

აქვე შეგახსენებთ, რა მოჰყვა ბელარუსსა და ცენტრალურ აზიაში, კონკრეტულად - ყირგიზეთში არჩევნების გაყალბებას. 

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დღემდე არ წყდება. არჩევნებში თავი გამარჯვებულად ალექსანდრ ლუკაშენკომ კიდევ ერთხელ გამოაცხადა. ამ დღის შემდეგ მოქალაქეები შაბათ-კვირას ქვეყნის მასშტაბით მასობრივ გამოსვლებს აწყობენ და ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ. 

რაც შეეხება ყირგიზეთს, საარჩევნო შედეგების გაყალბების გამო აქციები ქვეყანაში 5 ოქტომბერს დაიწყო და მასში 6 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდის პასუხი ადგილობრივების პროტესტზე ძალადობრივი იყო, ყირგიზეთის მოსახლეობის ძალისმხევა მალევე შედეგიანი აღმოჩნდა - 6 ოქტომბერს ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. შემდეგ კი ყირგიზელების მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა და პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა.

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი | ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი