"ივანიშვილმა ძალადობით საფუძველი ჩაუყარა თავისივე დამარცხებას" - ოპოზიცია სამოქმედო სტრატეგიაზე მსჯელობს 

გამოქვეყნდა:

ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის ლიდერები არიან შეკრებილი და სამოქმედო სტრატეგიაზე მსჯელობენ. 

ოპოზიცია ამბობს, რომ არჩევნების ეს შედეგი არ არის რეალური და ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები მოიპარა, მათივე თქმით, არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 

"ის რაც იკადრა, ამ ადამიანმა ყველამ ვნახეთ, შევრდნაძის დროსაც არ იყო ასეთი კატასტროფული მასალა, რომელიც ცხადყოფს არანორმალურ დანაშაულებებს. ეს ვერ შერჩება, გამორიცხული ამბავია, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ თავისი ამ ძალადობით საფუძველი ჩაუყარა თავისივე დამარცხებას," - ამბობს ნიკა მელია 

"ენმ - ძალა ერთობაშიას" ხაშური-ქარელი-გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად უნდა ჩაითვალოს. 

"ის არნახული გაყალბება, რაც ჩაიდინა ივანიშვილის თაოსნობით მისმა რეჟიმმა, ეს არა მხოლოდ იმიტომ არის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება, არამედ ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ჩააყენოს გეტოს მდგომარეობაში. მოთხოვნა არის ის, რომ აუცილებლად არალეგიტიმურად უნდა იყოს ცნობილი,"- თქვა ნატო ჩხეიძემ

"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ბოიკოტის არის ერთ-ერთი ვერსია, რომელცი განიხილება

რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრის, დავით ბერძენიშვილის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებისგან არცევნების შედეგებზე ელოდებიან მკაცრ შეფასებას. 

"ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაზე ამბობს,რომ "ოცნებამ" არჩევნები იყიდა და არჩევნები ხელახლა უდნა ჩატარდეს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი