წყალტუბოში შემაჯამებელი ოქმების შესწორება ოპოზიციის გარეშე ხდებოდა - დაპირისპირება საოლქო კომისიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც საოლქო კომისიის თავმჯდომარეს პრეტენზიით მიმართა ენმ-ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა.
საოლქო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ოქმებში შესწორება ოპოზიციის გარეშე იმიტომ ხდებოდა, რომ ოპოზიციიდან პროცესზე დასწრების სურვილი არავინ გამოთქვა.
"მოხდა შეცდომა" - კახა ნიჟარაძის ამ ფრაზამ ნანუკა ჟორჟოლიანის გაღიზიანება გამოიწვია, რომელიც დაინტერესდა, საიდან გაჩნდა ოლქის ამომრჩეველთა სიაში არჩევნებამდე ერთი დღით ადრე იმაზე 6.000-ით მეტი ამომრჩეველი, ვიდრე ცესკოს მიერ იყო რეგისტრირებული.
"იტყუებიან, როცა ამბობენ, რომ ჩვენს წარმომადგენელს დაურეკეს, არავის დაურეკავს ჩემი წარმომადგენლისთვის, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ზუსტად იმდენი ამომრჩეველი და ხმა დაიმატეს, რამდენიც სჭირდებოდათ, "- თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
შეგახსენებთ, ცესკოს ბოლო მონაცემების მიხედვით, წყალტუბოსა და ხონის 22-ე ოლქში ხმები ასე გადანაწილდა:
"ოცნება", გივი ჭიჭინაძე - 52.7%
ენმ-ძალა ერთობაშია - ნანუკა ჟორჟოლიანი 29.01%
ევროპული საქართველო - აკაკი ბობოხიძე 9.76%.