რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, ოპოზიციის მიერ დაანონსებული საპროტეტსტო აქცია დაიწყო.
აქციაზე გამომსვლელი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და გაერთიანებების წარმომადგენლები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. ენმ-ს ერთერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ შეკრებილებს მიმართა და უთხრა, რომ ეს ბრძოლა, რომელიც დღეს დაიწყო, არ შეწყდება მანამ, სანამ ხელახალი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება.
"მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ადამიანს, ვინც მხარი დამიჭირა მე, ჩემს პარტიას და სხვა ოპოზიციურ პარტიებს. ჩვენ დავპირდით ამ ხალხს, რომ აუცილებად ვიცხოვრებდით თავისუფალ ქვეყანაში, რადგან არჩევნებით შევცვლიდით ამ ხელისუფლებას და ახლა ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ თავისუფლება წაგვართვა. მაგრამ არავის ეგონოს, რომ ჩვენ დავთანხმდებით იმას, რასაც ისინი გვთავაზობენ, ეს ბრძოლა არ შეწყდება მანამ, სანამ არ ჩატარდება ხელახალი არჩევნები და ჩვენ აუცილებლად ჩავატარებთ ხელახალ არჩევნებს დემოკრატიული და სამართლიანი ცესკოს პირობებში,"- თქვა ხატია დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, ოპოზიციამ აქცია პარლამენტის შენობასთან მას შემდეგ დააანონსა, რაც ცესკომ გამოაქვეყნა შედეგები, რომელიც ოპოზიციისა და საზოგადოების უმრავლესობის შეფასებით, არ ასახავს რეალობას.