ივანიშვილი გვპარავს თავისუფალ არჩევანს, ჩვენი პასუხი უნდა იყოს, რომ არ შევეგუებით - ხოშტარია

გამოქვეყნდა:

"გაერთიანებული ოპოზიციის" ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქართველ საზოგადოებას სამართლიანი სასამართლო წაართვა, რამაც ივერი მელაშვილი, ნატალია ილიჩოვა, გიორგი რურუა და სხვა უამრავი პოლიტპატიმარი დააზიანა.

"მოგვპარა მართლმსაჯულების სისტემა, ღირსეული პოლიციელები, მოგვპარა პრეზიდენტის ინსტიტუტი და ახლა გვპარავს თავისუფალ არჩევანს და ჩვენი პასუხი უნდა იყოს, რომ ჩვენ ამას არ შევეგუებით", - თქვა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიას თქმით, 2020 წლის არჩევნებზე ქართველმა საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილი არ აირჩია. თუმცა, ივანიშვილი ძალაუფლების შენარჩუნებას ამომრჩევლის მოსყიდვით, დაშინებითა და საზოგადოებაში უიმედობის დათესვით აპირებს. 

ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ამის საპირისპიროდ, ოპოზიცია "ქვეყნის და თავისუფლების ქურდობას" არ შეეგუება და საკუთარი ხმების დაცვას გააგრძელებს. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია უბნების 97.09%. შედეგები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

გაყალბებული ოქმები (განახლებადი) იხილეთ აქ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი